1958 – დაიბადა ფრანსისკო (პაკო) ბუიო. ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. 1986-97 წლებში იცავდა მადრიდის “რეალის” კარს. ორჯერ ფლობდა უეფას თასს. ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. პრიმერა დივიზიონში ჩატარებული აქვს 343 მატჩი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1908 – ”მონრეალ უონდერერზმა”, ორი მატჩის ჯამში, ”ოტავა ვიქტორიანზი” დაამარცხა და ჰოკეის ეროვნული ლიგის სტენლის თასი მოიპოვა.
1924 – 16 წლის ასაკში, ”ტრანმერში” დებიუტი ჰქონდა დიქსი დინს. იგი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდია. მოგვიანებით დინი ”ევერტონში” გადავიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 433 მატჩში, 383 გოლი გაიტანა. დიქსი დინმა ინგლისის ნაკრების 16 შეხვედრაში, 18 გოლი გაიტანა.
1962 – უოლტ ჩემბერლენმა (იმხანად, იგი ”სან ფრანსისკო უორიორზში” გამოდიოდა) ”ჩიკაგო ბულზს” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში 73 ქულა ჩაუგდო.
1973 – ნორვეგიელმა მოციგურავე ეფსკინდმა, 1000 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:17.6).
1981 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე, მაიკ ბოსიმ რეგულარული პირველობის მატჩებში, მეთხუთმეტედ მოახერხა ოთხი შაიბის გატანა.
1983 – მუჰამედ ალის (სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ექსჩემპიონი) ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, რინგზე გასვლა აუკრძალეს.
1985 – ჩოგბურთში ქალ მოთამაშეთა Fed Cup-ის ფინალში, ჩეხოსლოვაკიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 2:1 მოუგო. მატჩი იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ჩატარდა.
1985 – 99 წლის გოლფისტმა, ოტო ბუჩერმა ესპანეთში გამართული ტურნირის (Spanish Golf Course) მსვლელობისას, ბურთის მიზანში ზუსტად მოთავსება შეძლო.
1991 – სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ჩატარებული საჩვენებელი საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას 42 მაყურებელი დაიღუპა.
1994 – მოციგურავე ნენსი კერიგანზე თავდასხმის მომზადებისა და განხორციელების ბრალდებით, შონ ეკარდტი და ბრაიან სმიტი დააპატიმრეს.
1995 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) 26 გუნდმა, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გაფიცვის შეწყვეტის თაობაზე.
1999 – ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2001 წელს, აქტიურ სპორტულ კარიერას შეწყვეტდა. მოგვიანებით, ჯორდანმა პირობა დაარღვია და მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგაც, წარმატებით თამაშობდა ”ვაშინგტონ უიზარდსში”.
2005 – ლოს ანჯელესში, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში, ”ლეიკერსის” ვარსკვლავმა, კობი ბრაიანტმა პირველივე პერიოდის დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, თუმცა, კალიფორნიელებმა ლებრონ ჯეიმსის ”კლივლენდ კავალიერზის” დამარცხება მაინც მოახერხეს (98:94).
2005 – გაზეთმა ”სანმა” სენსაციური ცნობა გაავრცელა. ამ გამოცემის ვერსიით, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინააღმდეგი იყო.
2006 – ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, ყველაზე შედეგიან მცველთა სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ჰოლანდიელი უკანახაზელი, რონალდ კუმანი აღმოჩნდა. 1980-97 წლებში მან 533 მატჩი ჩაატარა და 193 გოლი გაიტანა. მეორეზე არგენტინელი დანიელ პასარელა გავიდა (451 შეხვედრა, 134 გოლი), მესამეზე კი, ესპანელი ფერნანდო იერო (110 გოლი 541 მატჩში).
2006 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. “ფილადელფია სიქსერზმა” “ბოსტონ სელტიკსი” მესამე ოვერტაიმში, 125:124 დაამარცხა. შეხვედრის სათამაშო დრომ 3 საათსა და 43 წუთს გასტანა.
2009 - ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ ფრანგულ “ლე მანთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამ დღეს დაიბადნენ
1886 – არტურ როსი. კანადელი ჰოკეისტი, მსაჯი, მწვრთნელი და მენეჯერი. 14 წლის განმავლობაში, თამაშობდა (მცველის პოზიციაზე) ჰოკეის ეროვნულ ლიგაში და ორჯერ აქვს მოგებული სტენლის თასი (1907, 1908). მენეჯერობისას კი, როსის კლუბებმა სამჯერ მოიპოვეს სტენლის თასი. 1946-47 სეზონში NHL-ის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი პრიზი არტ როსის სახელს ატარებს.
1892 – პოლ სმარტი. ამერიკელი აფროსანი. 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1896 – იაკობ მელნიკოვი. რუსი და საბჭოთა მოციგურავე. საბჭოთა კავშირის სპორტსმენებს შორის, პირველს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
1906 – ვიტალი აბალაკოვი. საბჭოთა ალპინისტი. იგი იყო ხელმძღვანელი იმ ექსპედიციისა, რომელმაც პირველმა მოახერხა პამირის ლენინის პიკის (7 134 მ) დალაშქვრა.
1913 – ვლადიმერ ჯორბენაძე. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი. 1939 წელს, მოიპოვასაკავშიროპირველობის ვერცხლის, 1936-ში (შემოდგომის პირველობა) კი, ბრინჯაოს მედლები. 1936 და 1937 წლებისსაკავშირო თასის ფინალისტი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 80 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. გარდაიცვალა 1985წელს.
1928 – ბენტ გუსტაფსონი. შვეციის ნაკრების ფეხბურთელი 1950-60-იან წლებში. 1958 წლის მუნდიალის ფინალისტი. ნათამაშები აქვს ფიფას ნაკრებში.
1932 – ვლადიმერ ლავრინენკო. სოხუმელი მოცურავე. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1951, 1954, 1955)და მრავალგზის პრიზიორი 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში. ევროპისჩემპიონატის(1954)და ახალგაზრდობის მეორე საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1955, ვარშავა) ბრინჯაოსპრიზიორი. 1952 წლის ოლიმპიადაზე 1500 მეტრზე თავისუფალი სტილითგაცურვაშიაჩვენაოცდამეხუთეადგილი (წინასწარ გაცურვაში მეხუთე შედეგი).
1933 – ტომ გალა. ამერიკელი კალათბურთელი. 1956 წელს ”ფილადელფია უორიორზის” შემადგენლობაში გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. ხუთჯერ იასპარეზა NBA-ს ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში (1960-64). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შეხვედრებში გაკეთებული აქვს 7 871 ქულა. სტუდენტურ ლიგაში გაკეთებული აქვს სარეკორდო რაოდენობის, 2 201 მოხსნა. ტომ გალა შეყვანილია საკალათბურთო ”დიდების დარბაზში”.
1941 – მეინჰარდ ნემერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ბობსლეისტი. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ორადგილიანი ბობი).
1947 – კარლეს რექსაჩი. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი. კატალონიურ კლუბში გაატარა 17 სეზონი (1964-81). 1979 წელს, დაეუფლა თასების თასს, 1971-ში მოიგო ბაზრობათა თასი. თასების თასის ფინალისტი (1969). მოპოვებული აქვს ესპანეთის ჩემპიონობა (1974) და ოთხჯერ “სამეფო თასი” (1968, 1971, 1978, 1981). 1971 წელს, გახდა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. “ბარსელონას” რიგებში ჩაატარა 328 მატჩი, გაიტანა 81 გოლი. სხვადასხვა დროს, მოკლე ხნით, სამჯერ წვრთნიდა “ბარსელონას” და 1991 წელს, გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახადა. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.
1947 – პეტერ სუნდელინი. შვედი აფროსანი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1951 – ანტონი შიმანოვსკი. 1970-80-იან წლებში პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა 82 მატჩი. ამპლუით მცველი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ოლიმპიადის ფინალისტი.
1957 – კრისტინა ზეფერტი. ამერიკელი წყალში მხტომელი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1958 – ფრანსისკო (პაკო) ბუიო. ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. 1986-97 წლებში იცავდა მადრიდის “რეალის” კარს. ორჯერ ფლობდა უეფას თასს. ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. პრიმერა დივიზიონში ჩატარებული აქვს 343 მატჩი.
1968 – მაურო სილვა. ბრაზილიელი მცველი. გამოდიოდა ლა კორუნიას ”დეპორტივოში”.
1969 – ანდრე კასონი. ამერიკელი მძლეოსანი. დახურულ დარბაზებში 60 მეტრზე რბენაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.
1972 – ვიტალი შერბო. ბელორუსი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში, ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზე, მოიპოვა ოქროს ექვსი მედალი.
1973 – ნიკოლაი ხაბიბულინი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და NHL-ის კლუბების ”ვინიპეგ ჯეთსისა” და ”ტამპა ბეი ლაითნინგის” გოლკიპერი.
1974 – სერგეი ბრილინი. ჰოკეის ეროვნული კლუბ ”ნიუ ჯერსი დევილზის” მოთამაშე.
1975 – მატეი მამიჩი. ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებისა და ზაგრების ”ციბონას” ფორვარდი (204 სმ).
1977 – ჯეიმს პოუზი. NBA-ს კლუბ ”მემფის გრიზლის”, “მაიამი ჰითის”, “ბოსტონ სელტიკსისა” და “ნიუ ორლეან ჰორნეთსის” ფორვარდი (203 სმ). მაიამელთა და ბოსტონელთა რიგებში გამოსვლისას, მოპოვებული აქვს NBA-ს ჩემპიონობა (2006 და 2008 წლებში).
1978 – ილია გიორგაძე. ქუთაისელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში დსთ-ისახალგაზრდულიპირველობის ჩემპიონი (1995). ამერიკის ღია პირველობისბრინჯაოსპრიზიორიმრავალჭიდში (1996).ატლანტის (1996), სიდნეის (2000), ათენისა (2004) და პეკინის(2008) ოლიმპიურითამაშების მონაწილე. 1996წლის თამაშებზე მრავალჭიდში დაიკავა მეცხრამეტეადგილი. ადგილი.
1978 – ბონავენტურ კალუ. კოტ დ’ივუარის ნაკრებისა და პარიზის პსჟ-ის ფორვარდი. ამჟამად, “ჰეერენვეენის” წევრია. საკუთარი ქვეყნის ნაკრების 51 მატჩში, გაიტანა 12 გოლი.
1980 – ალფრედო მორენო. ბუენოს აირესის ”ბოკა ხუნიორსის” ფორვარდი.
1983 – ენდერ არსლანი. თურქეთის საკალათბურთო ნაკრებისა და სტამბოლის ”ეფეს პილსენის” გამთამაშებელი-მსროლელი (185 სმ). მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.