ფეხბურთი

12:21 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "ჩვენ საკუთარი თავის გვჯერა"

ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერმა“ „ბარნლი“ 1:0 დაამარცხა, „ლივერპულს“ გადაასწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა. მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კომენტარი გააკეთა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. სიმშვიდე და მოთმინება ამ თამაშის გასაღები იყო. დასაწყისში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ VAR-მა ახალი სუნთქვა გაგვიხსნა. მოდით ვიყოთ გულწრფელები, გოლი შეცდომით გაუქმდა.

პოგბას გოლი კი შესანიშნავი იყო, პოლმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა. უფრო ადვილი იქნებოდა, მეორეც რომ გაგვეტანა, მაგრამ მარტივ გზებს არ ვეძებთ. ასეთი მატჩების თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობთ. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ჩვენ გვჯერა. დიდი სამუშაო შევასრულეთ“, - თქვა სულშერმა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 17 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს. „წითელი ეშმაკები“ 17 ტურის შემდეგ პრემიერლიგის სათავეში 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად არიან.

0.112835