კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდი ფავორიტი არ არის.
„არ ვფიქრობ, რომ „ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასის ფავორიტია, რადგან ყველაფერი გუნდში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. „სოსიედადი“ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სპორტულ კომპონენტს თუ გადავხედავთ. ოთხივე კლუბს სუპერთასის მოგების თანაბარი შანსი აქვს.
არ მიყვარს ნახევარფინალის წინ ფინალზე საუბარი. ჩვენ ეს თამაში უნდა მოვიგოთ და შემდეგ ვნახოთ ვინ მოიგებს მეორე მატჩში. იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ, მაგრამ ამისთვის შესანიშნავი თამაშის დემონსტრირებაა საჭირო“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასზე „სოსიედადს“ 13 იანვარს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში „რეალი“ – „ბილბაოს“ ეთამაშება.