ფეხბურთი

0:25 | 13.01.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ლუკა იოვიჩი შესაძლოა გერმანიაში დაბრუნდეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი შესაძლოა ფრანკფურტის „აინტრახტში“ დაბრუნდეს. Goal-ის ინფორმაციით, სერბ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით სურს.

იოვიჩი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის და ფრანგი სპეციალისტი მას სათამაშო დროს პრაქტიკულად არ აძლევს. გარდა ამისა, ლუკა სხვადასხვა სკანდალში არაერთხელ გაეხვა, რის გამოც „სამეფო კლუბში“ მოლოდინი ვერ გაამართლა.

ის „რეალში“ სწორედ „აინტრახტიდან“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. „სამეფო კლუბის“ მაისურით ჩატარებულ 32 მატჩში კი მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:40 | 20.07.2020
davidinho (1027)

იტალიას არ მოუხდება თან ფიორენტინაში

0.131468