საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, „დინამო ბათუმის“ რიგები ლაშა შერგელაშვილმა დატოვა. აჭარული გუნდი ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
შერგელაშვილი „დინამო ბათუმს“ 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და ეროვნულ ლიგაში 5 თამაში ჩაატარა. სად გააგრძელებს 28 წლის მცველი კარიერას, ამ ეტაპზე უცნობია.
ლაშა შერგელაშვილს სხვადასხვა დროს ბერძნულ „იანინაში“, ლატვიურ „რიგასში“, „სამტრედიაში“, „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ უთამაშია.