ფეხბურთი

17:53 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "კონტეს "ინტერის" გაძლიერების მოთხოვნისთვის მიზეზი არ აქვს"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იტალიის სერია A-ს ფავორიტად მილანის „ინტერი“ დაასახელა. ამავდროულად, კაპელო მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტეს მიზეზი არ აქვს, რომ იანვარში შემადგენლობის გაძლიერება მოითხოვოს.

„კონტეს არ აქვს მიზეზი, რომ უფრო მეტი გაძლიერება მოითხოვოს, რადგან გუნდი ევროტურნირებზე აღარ თამაშობს. მისი კოლეგები ბედნიერები იქნებოდნენ ამ შემადგენლობის გაწვრთნით და ვფიქრობ, ეს მანაც თქვა. მეორეს მხრივ, გადამწყვეტი იქნება ამ შემადგენლობის მართვა.

მე კონტეს გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად დავასახელე და ჩემს მოსაზრებას ვადასტურებ. თუმცა ეს არის და დარჩება ისეთ სეზონად, როცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. მჭიდრო კალენდარია და აღდგენისთვის დრო ცოტაა, საჭიროა ღრმა შემადგენლობა და ხარისხი. ვფიქრობ, რომ ხუთი გუნდი იბრძლებს ოთხეულისთვის: „ინტერი“, „მილანი“, „იუვე“, „ატალანტა“ და „რომა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ სერია A-ში 37 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ 3 ქულით ჩამორჩება. „ნერაძურის“ მიმდინარე სეზონში სხვა საზრუნავი არ აქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113767