ჩოგბურთი

15:22 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას რუს მეტოქესთან მარცხით გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობას მარიამ ბოლქვაზე გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი რუს მარგარიტა გასპარიანთან ორ სეტში 6:3, 7:6 დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათსა და 59 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში მარიამმა 6:3 წააგო, თუმცა მეორე სეტი დაძაბული გამოდგა და მას თამაშში დარჩენის შანსი ჰქონდა. მსოფლიოს 125-ე ჩოგანი ჩვენებურთან 4:2 დაწინაურდა, თუმცა ბოლქვაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა (5:5).

გამარჯვებულის ვინაობა ტაიბრეიკზე გაირკვა, რომელიც რუსმა ჩოგბურთელმა 7:3 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი ცვეტანა პირინკოვა იქნება. მარიამმა აღნიშნულ შეხვედრაში 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქემ კი - 4.

შეგახსენებთ, რომ მარამ ბოლქვაძემ პირველ წრეში ინდოელ კარმან კაურ თანდისთან ორ სეტში 2:0 მოიგო . მეორე ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე კი ტურნირს პირველივე წრეში, ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა.

0.115876