ფეხბურთი

0:33 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ორი მოლდოველი ფეხბურთელი დაიმატა, ნიგერიელი კი სინჯებზეა

თბილისის „საბურთალომ“ მოლდინის ნაკრების ცენტრალური მცველი ვიქტორ მუდრაკი დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა, ის ბოლოს ბელარუსში, „სლავია-მოზირში“ თამაშობდა.

გარდა ამისა, თბილისელებმა მოლდოველი ნახევარმცველი, 23 წლის დმიტრი მანდრიჩენკო გაიფორმა, რომელმაც გასულ სეზონში მოლდოვის ჩემპიონატში 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი სიახლეა ნიგერიელი მცველი ოგაგა ოდუკო, რომელიც „საბურთალოში“ სინჯებზე იმყოფება. 18 წლის მარცხენა მცველს ნიგერიის 17-წლამდე ნაკრებში უთამაშია, მისი კლუბში დარჩენის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

0.113711