ფეხბურთი

23:56 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი: "თუ გავიმარჯვებ, ბენზემა ნაკრებში დაბრუნდება"

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მიშელ მულინი გამარჯვების შემთხვევაში ნაკრებში კარიმ ბენზემას დაბრუნებას აპირებს. როგორც მან Le Figaro-ს განუცხადა, ის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია და ნაკრებში უნდა იყოს.

„ბენზემა შესანიშნავი ფორვარდია და დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია. თუ მას ეტყვიან, რომ ბენზემა უნდა ათამაშოს, ის ბენზემას ათამაშებს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობას მთავარი მწვრთნელი იძახებს, მაგრამ პრეზიდენტის საქმეა დეშამი და ბენზემა დააკავშიროს და მათ შორის სიმშვიდე დაამყაროს. ჩვენ არ შეგვიძლია დავიკლოთ ბიჭი, რომელიც ალბათ, საფრანგეთის საუკეთესო შემტევია. ფედერაციის პრეზიდენტი ამ ტიპის ღონისძიებებში ჩართული უნდა იყოს“, - თქვა მულინმა.

შეგახსენებთ, კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში 2007-2015 წლებში 81 მატჩში 27 გოლი გაიტანა. „რეალის“ თავდამსხმელი ნაკრებიდან 2015 წელს მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული ინტიმური ვიდეოს შანტაჟის საქმის გამო მოკვეთეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113122