ფეხბურთი

20:22 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დიბალა მოისაკლისა, კიეზას და მაკკენის მდგომარეობაც ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა ტრავმირებულია და სამი კვირა იუქმებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა „სასუოლოსთან“ მატჩში მიიღო და დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

შედეგად, გაირკვა, რომ დიბალას მარცხენა მუხლის იოგის დაბალი ხარისხის დაზიანება აქვს და მისი რეაბილიტაციის პროცესი 15-20 დღე გასტანს. შესაბამისად, სამხრეთამერიკელი „იუვეს“ „ინტერთან“ მოახლოებულ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ასევე ვერ ითამაშებს 20 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ.

გარდა ამისა, „იუვეს“ „სასუოლოსთან“ ფედერიკო კიეზა და ვესტონ მაკკენიც დაუშავდა. მათ შემთხვევაში საქმე სერიოზულ დაზიანებებთან არ გვაქვს. სამედიცინო ტეტსმა აჩვენა, რომ არცერთს არ აქვს სერიოზული ტრავმა და მათი მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება. ანდრეა პირლო იმედოვნებს, რომ „ინტერთან“ იტალიელ და ამერიკელ ნახევარმცველებს დაიხმარს - ეს მომდევნო დღეებში გამოჩნდება.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსს“ კორონავირუსის გამო მატიას დე ლიხტი, ხუან კუადრადო და ალექს სანდრო ვერ ეხმარებიან. ტურინული გუნდი „ინტერს“ 17 იანვარს, მილანში დაუპირისპირდება, მანამდე კი იტალიის თასზე „ჯენოას“ შეხვდება.

0.119174