ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველი ბრძოლა წააგო. ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ოკინეუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ეს წყვილის მე-17-ე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ოკინეუმმა მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა (8 მოგება და 9 მარცხი).
ტოჩის 1 მოგების წილ ამდენივე მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი სეკივაკე ტერენოფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე 12-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს, 10 მარცხი და მხოლოდ 2 მოგება.