სხვა

4:17 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიული დუბლი ტიტიზეე-ნოიშტადტში

დღეს გერმანიის ტიტიზეე-ნოიშტადტში ტრამპლინდან მხტომელებს ზედიზედ მეორე შეჯიბრი ჰქონდათ, რომელიც ნორვეგიელი ჰალვორ ეგნერ გრანერუდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე და მესამე ადგილები, ნორვეგიელმა დანიელ ანდრე ტანდემ და ავსტრიელმა შტეფან კრაფტმა დაიკავეს. წინა დღის მსგავსად, კვლავ მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა გერმანელმა მარკუს აიზენბიხლერმა.

პოლონელი მხტომელების მიერ, ზედიზედ მოპოვებული ოთხი გამარჯვების შემდეგ, ტრამპლინში ნორვეგიელთა ჯერი დადგა. მსოფლიო თასის ლიდერმა ეგნერ გრანერუდმა ამ სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ის 140 და 138 მეტრზე გადახტა და ჯამში 299.4 ქულა დააგროვა. რაც შეეხება ტანდეს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მან პირველად მოახერხა მსოფლიო თასის კვარცხლბეკზე ასვლა. მან ეს ბოლოს 2020 წლის თებერვალში, ლაჰტიში (ფინეთი) ასპარეზობისას შეძლო.

გრანერუდს მსოფლიო თასზე 948 ქულა დაუგროვდა. მეორე ადგილზე აიზენბახლერია, ვისაც 684 ქულა აქვს. მესამე ადგილზე კი ოთხი მთის პოლონელი გამარჯვებული კამილ შტოხია, ვინც წინა დღეს კი გაიმარჯვა, მაგრამ კვირას მხოლოდ მე-17 შედეგს დასჯერდა.

მომდევნო შეჯიბრი შემდეგ კვირაში, პოლონეთის ზაკოპანეშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.202943