ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში პრემიერლიგის ბინადარი „ლიდს იუნაიტედი“ სენსაციურად მეოთხე დივიზიონის გუნდთან, „ქროულ თაუნთან“ დამარცხდა.
იორკშირელთა მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა ადვილ გასეირნებას ელოდა, ამიტომაც, ძირითადი შემადგენლობის წევრები დაასვენა, რაც მას და მის გუნდს ძვირად დაუჯდა. სხვათა შორის, "ლიდსი" პრემიერლიგის პირველი კლუბი გახდა, რომელიც ინგლისის ასოციაციის თასზე მეოთხე დივიზიონის გუნდთან დამარცხდა.
„ლიდსი“ სრულად უცნობ გუნდთან 0:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. „ქროულისთვის“ კი ცხადია ეს გამარჯვება ისტორიული და დიდი წარმატებაა.