ფეხბურთი

22:49 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერის ცინიკური პოსტი პელეზე: "აღმოჩნდა, რომ კიდევ 73 გოლი 14-წლამდე გუნდში გაუტანია"

ბრაზილიელ პელეს ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ გატანილი გოლებით გადაასწრეს. პორტუგალიელმა ზოგადად კარიერაში, ხოლო არგენტინელმა ერთ კლუბში გატანილი გოლებით.

თუმცა, პელე მისი რეკორდების დამხობას არ აღიარებს და ამის გამო თავი სასაცილო მდგომარეობაში უკვე ჩაიგდო. ამჯერად, ფეხბურთის მეფეს ინგლისელმა გარი ლინეკერმა დასცინა:

„მესის 4 გოლი 2 მატჩში და ახლა მხოლოდ 583 გოლით ჩამორჩება პელეს რეკორდს ერთ კლუბში გატანილი გოლებით. მოიცადეთ, ახლახან აღმოაჩინეს კიდევ 73 გოლი, რომელიც მან 14-წლამდე გუნდში გაიტანა და შესაბამისად, ჩამორჩენა 656 გოლია“, - დაწერა ინგლისელმა ტვიტერში.

შეგახსენებთ, რონალდუმ პელეს გადაასწრო, თუმცა, პელემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მაინც თვითონაა და 1 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი (ოფიციალურად ასე არ არის). ხოლო მესის გადასწრების ფაქტი ბრაზილიურმა კლუბმა "სანტოსმაც" არ აღიარა...

0.125873