ფეხბურთი

20:15 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ნიგერიელმა მცველმა დატოვა

„დინამო ბათუმი“ ნიგერიელმა მცველმა გოდფრი ობოაბონამ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია აჭარული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მას ზღვისპირელებთან მას კონტრაქტი ამოეწურა და მხარეებმა თანამშრომლობა დაასრულეს. ბათუმელებმა ობოაბონას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვეს.

გასულ სეზონში ნიგერიელმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

0.114374