სხვა

4:39 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯიამ სან ანტონში დაშვება მოიგო

ავსტრიის სამთო კურორტ სან ანტონში გამართულ ქალთა დაშვებაში, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა იტალიელმა სოფია გოჯიამ. ეს ამ სეზონში მისი მეორე გამარჯვებაა ყველაზე ჩქაროსნულ დისციპლინაში.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა სეზონის პირველ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა, მეორე კი, რომელიც ვალ დ’იზერში ჩატარდა, მოიგო. სან ანტონში მან უახლოეს მდევარს თითქმის წამით აჯობა და მსოფლიო თასზე დაშვების კლასიფიკაციაში ლიდერობა განიმტკიცა.

სან ანტონში მეორე ადგილი ავსტრიელმა ტამარა ტიპლერმა დაიკავა, ვისთვისაც ეს კარიერაში, მსოფლიო თასზე პირველი კვარცხლბეკია. მესამე ადგილი კი ამერიკელმა ბრიზი ჯონსონმა დაიკავა.

„დღეს ვიცოდი, რომ აგრესიულად უნდა გამოვსულიყავი. განსაკუთრებით ტრასის მეორე ნახევარზე. ვგრძნობდი, რომ სწრაფი ვიყავი, მაგრამ ჩემს შედეგში დარწმუნებული მანამ არ ვიყავი, სანამ ტაბლოს შევხედავდი. როცა ჩემი დრო დავინახე, ჩემთვის ვთქვი, დღეს დაუმარცხებელი ვარ“, - განაცხადა გოჯიამ.

იტალიელი მოთხილამურე დაშვებაში მსოფლიო თასის გამოკვეთილი ლიდერია. ის უახლოეს მდევარს, შვეიცარიელ კორინე სუტერს 91 ქულას უგებს. მსოლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში, სლოვაკი პეტრა ვლჰოვა ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158721