სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:18 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "იუვენტუსთან" წაგების შემდეგ ასეთ რეაგირებას ველოდი"

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლიმ „ტორინოსთან“ (2:0) მატჩი შეაფასა და მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, არ გაკვირვებია, რომ „იუვენტუსთან“ მარცხი „მილანმა“ მალე დაივიწყა.

„ასეთი თამაში არ გამკვირვებია. ეს „მილანი“ ახალგაზრდა და ძლიერია, ამიტომ „იუვენტუსთან“ წაგების შემდეგ ამ ტიპის რეაგირებას ველოდი. პირველი ნახევარი უმაღლესი დონის იყო, მეორე ნახევარში კი ნორმალური გახლდათ, რომ მცირედით პრობლემები შეგვექმნა. მთლიანობაში თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

გვინდოდა კარგად თამაში და გამარჯვება. ჩვენი კონკურენტების შედეგებს არ ვუყურებთ, ახლა არ არის სატურნირო ცხრილისთვის ყურების დრო. უბრალოდ შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

იბრაჰიმოვიჩი? ჩვენ მასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა გვქონდა და მან ეს მიიღო. იცოდა, რომ მხოლოდ ბოლო წუთებს ითამაშებდა. ახლა უნდა აღიდგინოს კონდიცია და უნდა გავარკვიოთ როგორ მოვიქცეთ. ის გუნდს ყოველთვის ძალიან ეხმარება და საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით. ზლატანი ძლიერია ყველაფერში, რასაც აკეთებს და ყველას სტიმულს აძლევს. ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო ფორმაში მალე დაბრუნდება“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანს“ 17 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად „კალიარისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117443