ავტოსპორტი

1:57 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთის დიდი პრიზიც ალბათ გადაიდება

ჩინეთის დიდი პრიზი ალბათ ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის მეორე რბოლა გახდება, რომელიც გადაიდება. რბოლა 11 აპრილს არის დანიშნული, მაგრამ მისი ორგანიზატორი აცხადებს, რომ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან, რბოლის წლის მეორე ნახევრისთვის გადატანის თაობაზე, მოლაპარაკებას აწარმოებს.

„ჩვენ ფ1-თან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, თითქმის ყოველკვირეულად გვაქვს მოლაპარაკება. კალენდარი შეთანხმებულია, მაგრამ ვფიქრობ, აპრილში რბოლის ჩატარებას ვერ შევძლებთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის მეორე ნხევარში გადაგვიყვანენ. ჩვენ ფორმალურად ამ საკითხზე განაცხადიც შეტანილი გვაქვს“, - ამბობს ჩინური დიდი პრიზის პრომოუტერ „ჯუსს ევენტის“ გენერალური მენეჯერი იიბინ იანი.

პირველი რბოლა, რომელიც გადაიდო, ავსტრალიის დიდი პრიზია. ვიეტნამის დიდი პრიზი კი საერთოდ გაუქმდა (მეორედ). ავსტრალიის ნცვლად, სხვა რბოლა არ ტარდება. ჩინეთს და ვიეტნამს კი ალბათ ისევ პორტუგალიის პორტიმაუ (11 აპრილს) და იტალიის იმოლა (25 აპრილს) შეცვლიან. და თუ ავსტრალია და ჩინეთი კალენდარში სეზონის მეორე ნახევარში ჩაჯდება, მაშინ ეტაპების რიცხვი 24-მდე გაიზრდება. ამ ორი რბოლის გადატანა სერიოზული პრობლემაა, რადგან ზაფხულის პაუზის შემდეგ, აბუ დაბის რბოლამდე, სულ ოთხი თავისუფალი კვირაა.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ჩინეთში საერთაშორისო სპორტული შეჯიბრები არ ჩატარებულა. ქვეყანამ ზამთრის 2022 წლის ოლიმპიადისთვის სატესტო ტურნირებიც კი გააუქმა.

0.111446