კალათბურთი

1:34 | 10.01.2021 | ნანახია 764 - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 15 ქულა და 8 მოხსნა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „კრეიტონთან“ კოშარული წაგება (53:89) მალევე დაივიწყა და დღეს „დეპოლი“ დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „სეტონ ჰოლმა“ 76:68 იმარჯვა.

მამუკელაშვილი ტრადიციულად გამორჩეული იყო თავისი გუნდის რიგებში და 35 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოხსნებში თავის გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო ქულებში მხოლოდ ჯარედ როდენმა აჯობა (18).

„სეტონ ჰოლი“ Big East-ის კონფერენციაში 6 მოგებითა და 2 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში 17 იანვარს, „ქსავიერს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:55 | 10.01.2021
maestro10 (13745)

ყველანი მაგარი ნასვამები ხართ ........ 3 დღის წინ დადეთ სტატია ოეე ვასია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120399