ფეხბურთი

0:44 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის თასზე „არსენალმა“ „ნიუკასლი“ დამატებით დროში გატეხა

ინგლისის თასის მესამე რაუნდში (ჩვენებურად 1/32 ფინალი), „არსენალმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მხოლოდ დამატებით დროში შეძლო გამარჯვება.

ძირითად დროში „მეთოფეები“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ. ბოლოსკენ კი სტუმრებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ბერნდ ლენომ ენდი კეროლის სახიფათო დარტყმა მოიგერია.

ყველაფერი დამატებულ დროში გადაწყდა. 109-ე წუთზე ანგარიში ემილ სმიტ როუმ გახსნა. 117-ზე კი კირან ტირნის ჩაწოდებული ბურთი, პიერ ემერიკ ობამეიანგმა დაარტყა ზუსტად - 2:0.

0.120517