ფეხბურთი

22:02 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიში" ლამპარდის შეცვლის ხუთი კანდიდატი დასახელდა

ლონდონის „ჩელსიმ“ შესაძლოა ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლოს თუ კლუბი უახლოეს მომავალში წარუმატებელ ასპარეზობას გააგრძელებს.

ბრიტანური მედიის ცნობით, ჯერჯერობით, ლამპარდის გაშვება არ იგეგმება, მაგრამ მომავალ მატჩებზე ყველაფერი იქნება დამოკიდებული და ახალგაზრდა ინგლისელ სპეციალისტს გარანტირებული არაფერი აქვს.

დასახელდა მისი მემკვიდრების ვინაობაც - ტომას ტუხელი, რალფ რანგნიკი, მასიმილიანო ალეგრი, იულიან ნაგელსმანი და რალფ ჰასენჰუტლი.

აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანი და ჰასენჰუტლი ამჟამად „ლაიფციგსა“ და „საუთჰემპტონში“ მუშაობენ, შესაბამისად, მათი მიწვევა შუა სეზონში შეუძლებელი იქნება და მხოლოდ ზაფხულის ვარიანტებად მიიჩნევიან. ალეგრი და ტუხელი კი უმუშევრები არიან, ისევე როგორც რანგნკი, რომელიც „ლაიფციგში“ სპორტისა და ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ დეკემბრიდან მოყოლებული წარუმატებელი სერია ჰქონდა და პრემიერლიგის 6 ტურშ მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა.

0.114428