ინგლისის თასის მესამე რაუნდში (ჩვენებურად 1/32 ფინალი), მეექვსე დივიზიონის „ჩორლიმ“ ჩემპიონშიფის „დერბი ქაუნთის,“ რომელსაც უეინ რუნი წვრთნის, შინ 2:0 მოუგო და თავის 138-წლიან ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხე რაუნდში (1/16 ფინალი). თუმცა, უნდა ითქვას, რომ „დერბიში“ კორონაპანდემია მძვინვარებს და რუნიმ მინდორზე, ფაქტობრივად ახალგაზდული გუნდი გაიყვანა.
გოლები კონორ ჰოლმა და მაიკ კალველიმ გაიტანეს. ჰოლი მეორე ფეხბურთელი გახდა დაბალი ლიგიდან, რომელმაც თასის პირველ სამივე რაუნდში მოახერხა გატანა. მანამდე ასეთი რამ 2016-17 წლების სეზონში „სატონ იუნაიტედის“ რორი დიკონს მოეხერხებინა.