ფეხბურთი

15:54 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქარიშხალი ფილომენა: ლა ლიგის მატჩი გადაიდო

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩი, „ატლეტიკო“ – „ბილბაო“ გადაიდო. ამის მიზეზი ქარიშხალი „ფილომენა“ და დიდთოვლობა გახდა.

ბასკური გუნდის თვითმფრინავმა მადრიდის აეროპორტში დაშვება უამინდობის გამო ვერ მოახერხა და უკან გაფრენა მოუწია. ამასთან, მადრიდში დიდთოვლობაცაა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბოლო 40 წლის განმავლობაში მადრიდში ყველაზე ძლიერი დიდთოვლობაა. ელოდებიან, რომ ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა.

მიუხედავად რთული და სახიფათო კლიმატური პირობებისა, ლა ლიგის სხვა მატჩების გადადების შესახებ ლა ლიგას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111928