ჩოგბურთი

15:30 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის ზედიზედ მეორე მოგება და მეოთხედფინალის საგზური

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში მასპინძელი ალტუგ ჩელიკბილეკი დაამარცხა.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და ნიკოლოზმა საბოლოოდ ტაიბრეიკზე იმარჯვა 7:6 (7:1). ბასილაშვილმა დაწყებული საქმის ბოლომდე წარმატებით მიყვანა შეძლო, მეორე სეტი 6:4 მოიგო და ზედიზედ მეორე გამარჯვებაც მოიპოვა. ნიკოლოზმა 3 ეისი მიითვალა და 4-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ამრიგად, ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია, სადაც 11 იანვარს ავსტრიელ ალექს დე მინორის დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 23-ეა. ეს ჩოგბურთელები აქამდე არასდროს შეხვედრიან.

ბასილაშვილი - ჩელიკბილეკი 7:6, 6:4

0.115949