ფეხბურთი

1:08 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" იყიდება

მილანის „ინტერი“ შესაძლოა გაიყიდოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, Suning Group-ი კლუბის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ „ნერაძურის“ პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ უარყო.

ახლა ცნობილი გახდა, რომ მილანური გრანდის შეძენით ევროპული კომპანია BC Partners-ს არის დაინტერესებული. ეს კომპანია მზად არის ჩინელებს დაახლოებით 500 მილიონი ევრო გადაუხოდოს და კლუბი შეიძინოს. ამ თანხაში შედის კლუბის ვალების გასტუმრებაც, რაც თითქმის400 მილიონ ევროს უტოლდება.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ჩინური კომპანია Suning-ი „ინტერს“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში „ნერაძურის“ ტიტული არ მოუგია და მაქსიმუმი ევროპა ლიგის ფინალი იყო.

0.135158