ფეხბურთი

1:44 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და სექტემბრის შემდეგ პირველად წააგო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტური მეტად საინტერესო მატჩით დაიწყო, რომელმაც მოლოდინი სრულად გაამართლა. მიუნხენის „ბაიერნი“ „გლადბახს“ ეწვია და მორიგი გამარჯვებისკენ მატჩის დასაწყისშივე დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ უქულო დარჩა.

მე-20 წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-20 გოლი(!) გაიტანა. 6 წუთში რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. როგორც წესი, „რეკორდმაისტერისთვის“ ორბურთიანი სხვაობა მეტისმეტად კომფორტულია, მაგრამ ეს საღამო გამონაკლისი იყო.

პირველივე ტაიმში ჰოფმანმა დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორე ნახევარის დასაწყისში ნოიჰაუსმა მანუელ ნოიერის კარში მესამე გოლი გაიტანა და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების გოლი იყო.

ამრიგად, „ბაიერნს“ დაუქამბექეს და ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა სექტემბრის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. ეს წაგება შეიძლება მიუნხენურ გრანდს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს - თუ „ლაიფციგი“ „დორტმუნდს“ მოუგებს, გალიდერდება.

„გლადბახი“ – „ბაიერნი“ 3:2 (2:2)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (20, პენ), 0:2 გორეცკა (26), 1:2 ჰოფმანი (36), 2:2 ჰოფმანი (45), 3:2 ნოიჰაუსი (49)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108854