ფეხბურთი

23:05 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ მწყობრში ჩადგება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი "მანჩესტერ სიტისთან" წაგების მუხედავად კვლავ ჩადგება მწყობრში და ეს მარცხი გუნდის მომავალ თამაშზე გავლენას არ მოახდენს. "წითელმა ეშმაკებმა" ნახევარფინალში "ქალაქელებთან" 0:2 წააგეს და თასს გამოეთიშნენ, თუმცა ასოციაციის თასზე მესამე რაუნდის თამაში ელით შაბათს, "უოტფორდთან".

სულშერი მომავალ მატჩებში ფეხბურთელების როტაციას გეგმავს და აპირებს "სიტისთან" განცდილი მარცხის გამო რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს. ნორვეგიელ სპეციალისტი უფრო მეტად "ბარნლისთან" მატჩზე არის კონცენტრირებული, რადგან გუნდს შეუძლია პრემიერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდეს. ამავდროულად, სულშერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა მისი გამხნევება შეძლეს.

"მათი რეაქცია მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, ტურნირიდან გამოვარდნით იმედგაცრუებული იქნები, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და ეს ეტაპი გადავლახოთ. ჩვენ ეს რამდენჯერმე ვაჩვენეთ ამ სეზონში, რომ ჩვენ შეგვიძლია მწყობრში ჩავდგეთ იმედგაცრუების შემდეგ. ეს მოვახერხეთ "არსენალთან" და "ტოტენჰემთან" წაგების შემდეგ, ასევე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ. რამდენიმე ფეხბურთელს მცირე პრობლემების გამო დავასვენებ, ცვლილებები იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც გუნდური სულისკვეთებით ვითამაშებთ." - ციტირებს Sky Sports-ი სულშერის სიტყვებს.

სულშერმა მარკოს როხოს და სერხიო რომეროს ტრანსფერი შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი ცდილობს არგენტინელ ფეხბურთელებს ახალი გუნდი მოუძებნოს და მოთამაშეებმა ახალ კლუბებში გააგრძელონ კარიერა. აღნიშნული ფეხბურთელები სულშერმა განაცხადში არ შეიყვანა და კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებათ. რომერო ინგლისში დაბრუნდა, რათა მომავალ კლუბთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს, ხოლო როხო კვლავ არგენტინაში რჩება.

"ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვთ გაფორმებული და არ აპირებენ გახანგრძლივებას ხელშეკრულების. შესაბამისად, ვცდილობთ მათ შესაფერისი კლუბები მოვუძებნოთ. მარკოსს დრო მივეცით რათა ოჯახთან ერთად ყოფილიყო არგენტინაში, ხოლო სერხიო უკვე დაბრუნდა ინგლისში, ოჯახის მონახულების შემდეგ." - აღნიშნა ნორვეგიელმა.

სულშერმა გუნდის ახალწვეულის ამად დიალოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფრიკელ მოთამაშეს დრო სჭირდება, რათა პირველი გუნდის მაისურით ითამაშოს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" დიალო "ატალანტადან" ბონუსების ჩათვლით 37.2 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა. თავდამსხმელს ჯერჯერობით არ უვარჯიშია პირველ გუნდთან ერთად. ნორვეგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დიალოს 23-წლამდელთა გუნდში გამოცდილების მიღება სჭირდება და ამის შემდეგ შეაფასებს იგი მზად არის თუ არა პირველ გუნდში სათამაშოდ.

"ჩვენთან ერთად დიალოს ჯერჯერობით არ უვარჯიშია. ყოველთვის მოხარული ვარ ახალწვეულებით და მათ დროს ვაძლევთ. ვხედავ, რომ ამადოსგან ბევრს ელიან და ეს სწორიცაა. მას ბევრი ფანტასტიკუსი თვისება აქვს და მოუთმენლად ველოდებთ მის განვითარებას, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის გამოჩენის შანსი მივცეთ. მნიშვნელოვანია, რომ მას 23-წლამდელთა გუნდში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და შემდეგ შევხედავთ რამდენად მზად იქნება პირველი გუნდის ვარჯიშებზე."

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედი" 33 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ამდენივე ქულა აქვს "ლივერპულს" და "წითელ ეშმაკებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ინგლისის ჩემპიონატში მომავალ შეხვედრას სულშერის გუნდი 12 იანვარს "ბარნლის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო შაბათს გვიან ღამით "უოტფორდს" ასოციაციის თასის მესამე წრის მატჩში დაუპირისპირდება.

0.150424