ფეხბურთი

21:21 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი რამოსის მომავალზე: "არ ვიცი რა მოხდება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სერხიო რამოსის მომავალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფეხბურთში სიტუაცია უპროგნოზია და ფრანგი მხოლოდ შემდეგ თამაშზეა ფოკუსირებული.

სერსიო რამოსს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და 1-ლი იანვრიდან შეუძლია ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკება. ევროპული მედია რამოოს აქტიურად უკავშირებს "ლივერპულს" და "პარი სენ ჟერმენს".

"არ ვიცი რა მოხდება. რამოსი ახლა ჩვენთანაა და ხვალინდელ თამაშზე ვართ ფოკუსირებულები. ფეხბურთში არასდრის იცი რა მოხდება. ჩვენ გვინდა, რომ ფეხბურთელები შევინარჩუნოთ და როდესაც ამას მეკითხებით, ყოველთვის იცით ჩემი პასუხი ამ თემაზე." - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

სერხიო "რეალმა" 2005 წელს "სევილიადან" დაიმატა. მას შემდეგ რამოსმა მადრიდული გრანდის მაისურით 666 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 100 გოლი და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. "რეალის" რიგებში რამოსმა ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო.

0.11151