ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რუდ ვან ნისტელროიმ პსვ-ს 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა. როგორც ნიდერლანდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდ იუწყება, რუდი ახალგაზრდულ გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.
ვან ნისტელროის პსვ-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. ნიდერლანდელს აღნიშნული კუბის 18 და 19 წლამდელთა გუნდებში უმუშავია. ასევე, ვან ნისტელროი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფრანკ დე ბურის ასისტენტია.
რუდ ვან ნისტელროი პსვ-ში 1998-2001 წლებში თამაშობდა და სამი სეზონის განმავლობაში 90 შეხვედრაში 77 გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში თავდამსხმელმა 70 მატჩში 35-ჯერ გამოიჩინა თავი.