იაპონიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი ტაკეფუსა კუბო მიმდინარე სეზონის დარჩენილ პერიოდს იჯარის წესით "ხეტაფეში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე დაადასტურა.
კუბომ 2020/21 წლების სეზონის პირველი ნახევარი ასევე იჯარის წესით "ვილიარეალში" გაატარა, სადაც 19 შეხვედრა ჩაატარა და თავი ერთი გოლით და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ტაკეფუსა "რეალმა" 2019 წელს "ტოკიოდან" დაიმატა და გასულ სეზონში იპობელი "მალიორკაში" თამაშობდა. კუბო იაპონიის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (15 წელი, 5 თვე, 1 დღე) და გოლის ავტორია (15 წელი, 10 თვე, 11 დღე). 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 19 მილიონი ევროა.