ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ფეხბურთში მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გავლენაზე ისაუბრა. როგორც კასანომ კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში თქვა, „რეალის“ ფეხბურთელების მიერ „ოქროს ბურთების“ ხშირი მოგება შემთხვევითობა არ არის.
„რეალი“ განსხვავდება დანარჩენი გუნდებისგან. ფლორენტინო იქ არის რომის პაპი, მეფე და კარდინალი. მოდრიჩს წასვლა სურდა, მაგრამ დარჩა და „ოქროს ბურთი“ მოიგო. იგივე მოხდა კანავაროს შემთხვევაში, რომელმაც 2006 წელს „იუვენტუსში“ და იტალიის ნაკრებში თამაშის გამო მიიღო ეს პრიზი, მაგრამ „რეალის“ წევრის რანგში, თუმცა შეეძლოთ ჯილდო ბუფონისთის ან ზიდანისთვის მიეცათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თავი რომ არ ჩაერტყა“, - აღნიშნა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანოს „რეალში“ თამაშის გამოცდილება აქვს და ამ გუნდში 2006 წლის იანვრიდან 2007 წლის ზაფხულამდე ირიცხებოდა.