ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს და პირველი წრე წარმატებით დაძლია.
ქართველი კალათბურთელისა და გერმანელი ანდრე ბეგემანის დუეტმა თურქებს, უმეთ აკოინსა და მერთ ნაცი ტურკერს 54 წუთში, 6:2, 6:3 სძლიეს. შედეგად, ბასილაშვილი და მისი მეწყვილე მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქე მოგვიანებით ხორვატულ და ჩეხურ წყვილებს შორის გაირკვევა.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზმა გუშინ ერთეულთა შორის იტალიელი ანდრეა არნაბოლდი 4:6. 7:5, 6:1 დაამარცხა და მეორე წრეში ხვალ თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 9 იანვარს გაიმართება.