ფეხბურთი

17:35 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და "რეალს" დაუბრუნდა

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გუნდს დაუბრუნდა. ზიზუს ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი, რის გამოც თვითიზოლაციაში იყო.

თუმცა, მისი ორივე ტესტირების პასუხები უარყოფითი გამოდგა და გუნდის გაწვრთნას დაუბრუნდა.

შედეგად, ფრანგი სპეციალისტი „რეალს“ ლა ლიგის უახლოეს ტურში პამპლონას „ოსასუნასთან“ გუნდის გაძღოლას შეძლებს.

0.918562