ფეხბურთი

16:39 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" "ლივერპულს" აკადემიის ბავშვებით დაუპირისპირდება

ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ კორონავირუსის ეპიდემიაა, მაგრამ დღეს „ლივერპულთან“ ინგლისის ასოციაციის თასის მატჩი მაინც გაიმართება. „ვილა პარკელები“ ინგლისის მოქმედ ჩემპიონს აკადემიის ფეხბურთელებით შეხვდებიან.

მთავარი გუნდი მთელი პერსონალით კარანტინშია და კლუბის ბაზაც დახურულია. მიუხედავად ამისა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მატჩის ჩატარება ბრძანა.

ამრიგად, „ასტონ ვილას“ „ლივერპულთან“ თამაში ფაქტობრივად ბავშვებით მოუწევს. დღევანდელი მატჩი 23:45 საათზეა ჩანიშნული.

სამაგიეროდ, „ასტონ ვილას“ შესაძლოა, 13 იანვარს, პრემიერლიგაში დაგეგმილი „ტოტენჰემთან“ მატჩი გადაუდონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135883