კალათბურთი

13:16 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილის შედეგიანი თამაში ყატარში

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში მიხეილ ბერიშვილის „ალ-შამალმა“ საკუთარ მოედანზე „ყატარი“ დაძაბულ ბრძოლაში, 82:78 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. ბერიშვილმა 40 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მიხეილმა 12-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ალ-შამალი“ 6 გამარჯვებით და 3 მარცხით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, „ალ ვახრას“ დაუპირისპირდება.

0.116584