სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:11 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ჩალჰანოღლუ გამოაკლდა

იტალიური „მილანის“ ნახევარმცველის ჰაკან ჩალჰანოღლუ ტრავმირებულია. თურქმა ფეხბურთელმა ტერფის დაზიანება „იუვენტუსთან“ მატჩში მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი და შესაბამისად პერიოდი, რომლის გამოტოვებაც 26 წლის ფეხბურთელს მოუწევს. თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, შაბათს, „ტორინოსთან“ მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.

ჩალჰანოღლუმ მიმდინარე სეზონში თავი 1 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა. ბოლო დროს განსაკუთრებით კარგ ფორმაში იყო და სერია A-ს დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113717