ფეხბურთი

1:36 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმეს

„ანორთოსისის“ ქართველი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფინანსურად დააჯარიმეს. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, სადისციპლინო კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ნიქოზიის „ომონიასთან“ მატჩში ქეცბაიამ თავისი გუნდის ფეხბურთელის მიმართ არასპორტული საქციელი ჩაიდინა, რითაც სადისციპლინო რეგლამენტის მე-4 მუხლი დაარღვია.

ფინანსური სანქციის ოდენობა უცნობია. ისე კი, ქართველი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში არაერთხელ დააჯარიმეს. შეგახსენებთ, "ანორთოსისს" კვიპროსის პირველ დივიზიონში 18 ტურის თავზე 33 ქულა აქვს და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118486