ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუმატებელი და მოუგებელი სერია 2020 წელში დატოვა და 2021 წლის პირველივე შეხვედრა მოიგო. ქართველი ჩოგბურთელი ანტალიის ტურნირში ჩაერთო, რომლის პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის დაუპირისპირდა.
ბასილაშვილი ტურნირზე მე-6 ნომრადაა განთესილი და ფავორიტად ითვლებოდა, გამარჯვება კი ბრძოლაში მოიპოვა.
პირველი სეტი იტალიელმა მოიგო 6:4 და დაწინაურდა, მაგრამ ნიკოლოზმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო. მეორე სეტში ბასილაშვილს დარჩა გამარჯვება (7:5) და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი სეტი კი ქართველმა ჩოგბურთელმა ადვილად 6:1 მოიგო და წარუმატებელი როგორც იქნა, დაასრულა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში 9 იანვარს რეიტინგის 309-ე ნომერ, თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილი - არნაბოლდი 2:1 (4:6. 7:5, 6:1)