მადრიდის „რეალის“ მცველი, სერხიო რამოსი, რომელსაც „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი წლევანდელ ზაფხულს უმთავრდება, კიდევ ერთი ევროპული ტოპ-კლუბის სამიზნე გახდა.
პორტალი El Chiringuito ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ რეალელთა 34 წლის კაპიტნით „ლივერპულიც“ დაინტერესდა. მოგეხსენებათ, მერსისაიდელებს დაცვის ხაზში დიდი პრობლემები აქვთ. კონკრეტულად, ვირჯილ ვან დეიკი და ჯო გომესი კარგა ხნით გამოაკლდათ.
წინა დღეებში ევროპულმა მედიამ რამოსი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტისაც“ დაუკავშირა.