კალათბურთი

10:43 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი "სეტონ ჰოლში" საუკეთესო იყო, მაგრამ მისი გუნდი განადგურდა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ „კრეიტონს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 53:89 დამარცხდა.

მიუხედავად უშანსო მარცხისა, სანდრო თავისი გუნდის რიგებში გამორჩეული იყო. მამუკელაშვილმა 29 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მამუკელაშვილი თანაგუნდელთა შორის ქულების, მოხსნების, პასებისა და დაფარებების რაოდენობით საუკეთესო გახლდათ.

„სეტონ ჰოლს“ 8 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა, ხოლო Big East-ის კონფერნეციაში 5 მოგებით და 2 მარცხით ასევე მესამე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115376