ფეხბურთი

2:32 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" მანჩესტერული დერბი მოიგო და ფინალში გავიდა

ინგლისის კარაბაოს თასის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალში თანაქალაქელი „იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ დაამარცხა და სატიტულე შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

„ქალაქელებმა“ ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნეს. თავი შეტევაში ჩართულმა ჯონ ტოუნსმა გამოიჩინა. მატჩის მიწურულს კი ბრაზილიელმა ფერნანდინიომ საჯარიმოს მისადგომებიდან შეძლო ზუსტად დარტყმა და უპირატესობა სოლიდური გახადა.

საბოლოოდ „მანჩესტერ სიტი“ პრინციპული დერბი დამაჯერებლად 2:0 მოიგო და ფინალში ითამაშებს. პეპ გვარდიოლას მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ იქნება. ფინალი 25 აპრილსაა ჩანიშნული.

„მანჩესტერი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 სტოუნსი (50), 0:2 ფერნანდინიო (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152239