ფეხბურთი

22:24 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ეს თქვენი პრობლემაა"

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 2021 წელს პირველი გამარჯვება გიორგი ქვილითაიას გოლით მოიპოვა და „ეთნიკოსი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ქეცბაიამ ისაუბრა და გამარჯვებით კმაყოფილი იყო.

„ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვება აუცილებელი იყო და ამის გაკეთება მოვახერხეთ. თამაში მარტივი არ იყო და ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ შეგვეძლო თამაში პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა, რადგან ძალიან კარგი საგოლე მომენტები გვქონდა“, - თქვა ქეცბაიამ.

ქართველ სპეციალისტს ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ ამ მატჩში იგივე სურათი იყო, რომელიც წინა ტურში „აპოლონთან“ დაპირისპირებაში, როდესაც „ანორთოსისმა“ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ჩააგდო. ქეცბაია მას არ დაეთანხმა:

„ჩვენთვის იგივე არ იყო, ეს თქვენთვის იყო იგივე და თუ ასე ფიქრობთ, ეს თქვენი პრობლემაა. მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და ახლა წინ ვიხედებით“, - დასძინა თემურმა.

შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ 18 ტურში 33 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118642