ჩოგბურთი

19:26 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის პირველ წრეში არნაბოლდის შეხვდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ღია ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ჩოგბურთელს ანდრეა არნაბოლდის დაუპირისპირდება. ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრადაა განთესილი. ნიკას და ანდრეას თამაში 7 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერის განმავლობაში არ შეხვედრილან. არნაბოლდი ATP-ის რეიტინგში 267-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბასილაშვილი მე-40 ადგილამდეა დაქვეითებული. გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი ალტუჯ ჩელიკბილეკსა და კასპერ ჟუკს შორის საუკეთესოს შეხვდება.

ანტალიის 250 ქულიანი ტურნირის საპრიზო ფონდი 300,000 ევროა. ტურნირის 2020 წლის გამარჯვებული ლორენცო სონეგოა, რომელმაც წელს ანტალიაში ასპარეზობისგან თავი შეიკავა. პირველი ნომერი მატეო ბერეტინია, ხოლო მეორე ნომრად დავიდ გოფინია განთესილი. წარმატებული თამაშის შემთხვევაში ბელგიელი და ქართველი ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

0.117264