ფეხბურთი

18:06 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილის 90 წუთი ესპანეთის თასზე

ესპანეთის სამეფო თასის 1/32 ფინალში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სტუმრად „პორტუგალეტე“ 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის გმირი სერხიო ლეონი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ნიშანდობლივია, რომ „ლევანტეს“ მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად და თანაც, შეუცვლელად ითამაშა ქოჩორაშვილმა. 21 წლის ფეხბურთელი 90 წუთი იყო მინდორზე და ეს ძალიან დადებითი მოვლენაა.

ქოჩორაშვილის დებიუტი „ლევანტეში“ გასული წლის ივლისში შედგა, როცა „ბილბაოსთან“ ლა ლიგაში ბოლო წუთები ითამაშა. მიმდინარე სეზონში ის ლა ლიგაში მეორედ გამოჩნდა მინდორზე, ამჯერადაც რამდენიმე წუთით სევილიის „ბეტისთან“, ხოლო ესპანეთის თასის წინა ეტაპზე სადებიუტო გოლიც გაიტანა. ახლა უკვე 90 წუთი დაუთმეს.

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში გავიდა გიორგი მაკარიძის „ალმერიაც“, რომელმაც სტუმრად „ნუმანსიას“ 2:1 მოუგო. ქართველი კიპერი თადარიგში დარჩა, გიორგი ლა ლიგა 2-შია ძირითადი კიპერი, თასზე სათადარიგო მეკარეს ეძლევა თამაშის შესაძლებლობა.

0.115792