„უდინეზესა“ და „რომას“ ყოფილი მეკარე, ახლა კი „ჯალორისის“ მენეჯერი მორგან დე სანკტისი მძიმე ავარიაში მოჰყვა. იტალიური მედიის ინფორმაციით, „სკუადრა აძურას“ ექსმეკარის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი გზაზე ამოტრიალდა.
შედეგად, დე სანტკისმა ნეკნებსა და ზურგზე მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, რის გამოც ოპერაცია გაუკეთდა, საჭირო იყო პოსტტრავმული სისხლდენის შეჩერება. იტალიელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, მაგრამ მისი სიტუაცია კონტროლდება და თავს კარგად გრძნობს.
უახლოეს 24 საათში კი მისი მონიტორინგი განხორციელდება და უფრო ნათელი სურათი გახდება ცნობილი. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ მორგანი საავადმყოფოში პირველად იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ბრუნო კონტიმ მოინახულა.
შეგახსენებთ, მორგან დე სანტკისს კარიერის განმავლობაში „პესკარაში“, „იუვენტუსში“, „უდინეზეში“, „სევილიაში“, „გალათასარაიში“, „ნაპოლიში, „რომასა“ და „მონაკოში“ უთამაშია, იტალიის ნაკრების ღირსება კი 2005-2012 წლებში 5-ჯერ დაიცვა.