იტალიური „მილანის“ ფეხბურთელებს, ანტე რებიჩსა და რადე კრუნიჩს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ორივეს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდათ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
შესაბამისად, დღეს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ტესტის სხვა შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა და თამაშს ჩატარებას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი „იუვენტუსის“ რიგებშიც გავრცელდა, ალექს სანდრო და ხუან კუადრადო ამ მიზეზით ვერ ითამაშებენ. „იუვეს“ მილანში წასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ გუნდი უკვე გაემგზავრა ლომბარდიის დედაქალაქში, რადგან ტესტის სხვა პასუხები უარყოფითი გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფაჩარაა რა
ვაა, ეს როგორ თამამ განცხაдებებს აკეთებს ტრავმამოშუშებულზე ?
ერთის მაგივრაд ორი გული აქვს дა ორის მაგივრაд ერთი წარბი DDDDDDDDD