ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, პაულო დიბალას ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსია. კასანო შანსს ხელიდან თითქმის არასდროს უშვებს, რომ არგენტინელი გააკრიტიკოს.
ამჯერადაც ასე იყო - ანტონიომ კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
„იუვენტუსის“ 10 ნომერი უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არა ჩემპიონი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როდესაც მასზე ზეწოლაა, შარვალში ისაქმებს. „იუვენტუსის“ ყველა მწვრთნელისთვის ის საჭირო ფეხბურთელი არ ყოფილა. ამიტომ, არ მაინტერესებს, რამდენ ლამაზ გოლს გაიტანს, ჩემთვის ის ჩემპიონი არ არის და სასაცილოა, რომ მომდევნო სეზონიდან 10 მილიონ ევროს ითხოვს“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ამ დროისთვის მისი განახლება მხარეებმა ვერ მოახერხებს. „ლა ჯოია“ ტურინულ გრანდში 2015 წლიდან თამაშობს და 242 მატჩში 98 გოლი აქვს გატანილი.