„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ფეხბურთელი კოლინ ბელი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ქალაქელთა“ ვებგვერდი იტყობინება.
ბელი „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივართა ვერსიით კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ ფეხბურთელადაა აღიარებული.
ის „სიტიში“ 1966-1979 წლებში თამაშობდა და 394 მატჩში 117 გოლის გატანა მოახერხა. კოლინმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 1968-1975 წლებში 48-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა.