საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ გაძლიერდა და ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფაბიან სპორკსლეიდი დაიმატა. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
სპორკსლეიდის კარიერა ამსტერდამის „აიაქსის“ აკადემიაში დაიწყო და მერე მთავარ გუნდშიც ითამაშა. მოგვიანებით მან მცირე პერიოდით ვილემ II-სა და „ლუკა კასტელიში“ ითამაშა, შემდეგ „ბრედას“ ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს „ვალვაიკის“ წევრი იყო.
27 წლის მარჯვენა მცველს კარიერის განმავლობაში ნიდერლანდების 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები. აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ დღეს მარტვილის „მერანიდან“ ლევან წოწონავა გაიფორმა.