sport mdeiaset-ის ინფორმაციით, “ლივერპულმა” თვალი “მაინცის” ახალგაზრდა გერმანელ მეკარეს ლორის კარიუსს დაადგა. “წითლები” 21 წლის გოლკიპერის თამაშით კმაყოფილნი არიან. კარიუსმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩიდან სამჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლოა, აქედან ერთი “დორტმუნდთან” მოგებული შეხვედრაა (2:0).
“მერსისაიდელები” ახალგაზრდა მეკარის შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს გაიღებს ინგლისური კლუბი მეკარის სანაცვლოდ.
ლორის კარიუსს გერმანიის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელს “მაინცთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.